ერდოღანი ევროკავშირს მილიონობით მიგრანტის გამო აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 02.03.2020
ნანახია: 773

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მალე თურქეთიდან ევროკავშირის საზღვრებს მილიონობით მიგრანტი მიაწყდება.
„მალე საზღვრებს (ევროკავშირის ქვეყნების) მიაწყდება მილიონობით ადამიანი. ჩვენი მხრიდან ცალმხრივი დაინტერსების პერიოდი დასრულებულია“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.
თურქეთმა სირიის, იდლიბის პროვინციაში სიტუაციის გამწვავების შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტების ნაკადს ხელს აღარ შეუშლიდა და ევროკავშირთან საზღვრები გახსნა, რის შემდეგაც საბერძნეთისკენ ათასობით მიგრანტი დაიძრა.
სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა საზღვრის უკანონო გადაკევთის 20 ათასი შემთხვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე