ნიგერიაში, მებრძოლებმა, სოფელზე თავდასხმისას, 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:32 | 02.03.2020
ნანახია: 969

50-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა ნიგერიაში, ერთ-ერთ სოფელზე მომხდარ თავდასხმას. ინციდენტი კადუნას შტატში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელები დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები იყვნენ. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

ნიგერიაში მოქმედებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“, რომელიც ასევე ცნობილია „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთაფრიკული პროვინციის“ სახელით. დაჯგუფების მერძოლები გამოდიან განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შარიათის კანონების დაწესებისთვის იბრძვიან. დაჯგუფება დგას უამრავი ტერაქტის უკან, რომელსაც ადგილი აქვს ნიგერიაში, კამეურნსა და ჩადში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე