უხანში, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის შემცირების გამო, ერთ-ერთი კლინიკა დაიხურა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 02.03.2020
ნანახია: 994

ჩინეთის ქალაქ უხანში, ერთ-ერთი დროებითი, სპეციალიზირებული კლინიკა დახურეს, ეპიდაფეთქების ეპიცენტრში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის შემცირების გამო.

დროებითი კლინიკდან 34 პაციენტი გაწერეს, დანარჩენები კი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ საავადმყოფო პაციენტებს აღარ მიიღებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ეპიდემიოლოგიური სიტიაცია უმჯობესდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უხანში დარეგისტრირდა დაინფიცირების 193 ახალი შემთხვევა, 32 დაავადებული გარდაიცვალა, კლინიკებიდან კი 1958 გამოჯანმრთელებული გაეწერა. ამ დროისათვის უხანის კლინიკებში 25 903 ადამიანია დარჩენილი, მათგან 6 872 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქში კორონავირუსით სულ 2 227 ადამიანი გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე