ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება

საქართველო, თბილისი - 12:16 | 02.03.2020
ნანახია: 634

ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის 25 რეგიონში ახალი დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველაზე მცირე აღმოჩნდა  ბოლო 40 დღის განმავლობაში. მონაცემები სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა.

მაგალითად, 22 იანვარს გამოვლინდა 571 შემთხვევა, 29 იანვარს კი 1737, 1 თებერვალს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2590 შეადგინა, 4 თებერვალს - 3887. მხოლოდ 12 თებერვალს კი ახალი შემთხვევები 15 152-მდე გაიზარდა. რის შემდეგაც სტატისტიკა კლებისკენ წავიდა. 13 თებერვალს - 5090 შემთხვევა, 14 თებერვალს - 2641, 20 თებერვალს - 889, 22 თებერვალს - 648, 27 თებერვალს - 327, 1 მარტს მხოლოდ 202, მათგან 193 ხუბეის პროვინციაში.

ამის გარდა, კვირას დაფიქსირდა 42 გარდაცვალების შემთხვევა, ყველა მათგანი ხუბეის პროვინციაში. ამასთან, კლინიკებიდან ერთ დღეში 2837 ადამიანი გაეწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე