ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

საქართველო, თბილისი - 14:01 | 30.12.2015
ნანახია: 1599

საქართველოს ბანკმა და Express Bank-მა განაცხადეს, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ. 2016 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი. კვირას, 3 იანვარს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სერვისცენტრების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. სატელეფონო ცენტრები არ იმუშავებს 1–ელ იანვარს, ხოლო 2 იანვარის დილის 10:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურიან მომხმარებელს.

მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1, 2 ან 3 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე მოემსახურებიან.

3 იანვრიდან Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი, ხოლო 4 იანვრიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე