ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 27.02.2020
ნანახია: 1998

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს.

მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი. გატაცების სხვა დეტალები და მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე