შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ხელოვნურად გაზრდის გამო ინდ.მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 26.09.2015
ნანახია: 2046

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ინდ. მეწარმე ბადრი ჭიპაშვილი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული საწარმოების მეშვეობით, ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 380 776 ლარს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე