კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ, ჩინეთში, 1 868-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 10:07 | 18.02.2020
ნანახია: 605

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 72 400-ს გადააჭარბა. მათგან 1800-ზე მეტი გარდაიცვალა. 12 500 დაავადებული სრულად განიკურნა და კლინიკებიდან გაეწერა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1886 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 98. კლინიკებიდან გაეწერა 1701 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კონტინენტურ ჩინეთში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 72 436-ს მიაღწია, მათგან 1 868 გარდაიცვალა, 12 552 ადამიანი კლინიკებიდან გაეწერა.

2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.

დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე