საქართველო ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოს ყველა დელეგაცია - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:56 | 14.02.2020
ნანახია: 732

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოს ყველა დელეგაცია ისე, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო ფორუმის სამდივნო", - განაცხადა გია ვოლსკიმ თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.

გია ვოლსის თქმით, დელეგაციების მიღების პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობაც უნდა იყოს დაცული.

"ჩვენ ვართ თავმჯდომარე ქვეყანა და უნდა მივიღოთ, მაგრამ საჭიროა ვეცადოთ, რომ ჩვენი ვალდებულებებიც შევასრულოთ და რასაკვირველია, საქართველოს კანონებიც არ უნდა იყოს დარღვეული.

დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-ს საკმაოდ რთული აქვს ირანთან, კუბასთან, მაგრამ როდესაც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება, აქ მასპინძელი მხარე ფორმალურად არის გაერო და არა აშშ", - თქვა გია ვოლსკიმ.

გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია თბილისს აუცილებლად ეწვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე