საქართველოს მთავარმა პროკურორმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 30.12.2015
ნანახია: 1567

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე  მოადგილეებთან მამუკა ვასაძესთან და  გიორგი გოგაძესთან ერთად, წმინდა გიორგი მთაწმინდელისსახელობის მონასტერთან არსებული  სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.

სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი, 2016 წელი  მიულოცეს და პროკურატურის თანამშრომლების მიერ შეძენილი   საჩუქრები -საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.

წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული  სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებმა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს და მათ საპატივსაცემოდ  საზეიმო წარმოდგენა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე