შს მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 13.02.2020
ნანახია: 562

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ვახტანგ გომელაურმა ელჩთან საუბრისას ორმხრივ ფორმატში საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამომავლო შეხვედრების გამართვისა და კონკრეტული მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე