აშშ-ში, ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:33 | 13.02.2020
ნანახია: 687

აშშ-ის განათლების სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია უცხო ქვეყნებისგან მიღებული საჩუქრებისა და მათთან კონტრაქტების შესახებ.

 „განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების მიმართ, მას შემდეგ, რაც ორივე უმაღლესმა დაწესებულებამ არ აცნობა უცხოეთიდან საჩუქრად  მიღებული ასობით მილიონი დოლარისა და კონტრაქტების შესახებ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იელის უნივერსიტეტმა სამინისტროს არ შეატყობინა 375 მლნ დოლარის საჩუქრებისა და კონტრატქების შესახებ.

ჰარვარდს კი უწყებისთვის უნდა ეცნობებინა ჩინეთთან, კატართან, რუსეთთან, საუდის არაბეთთან და ირანთან კონტაქტების, ასევე ფონდ „სკოლკოვოს“„კასპერის ლაბორატორიისა“ და კომპანია Huawei-თან დადებული კონტრაქტების შესახებ. .

გასული წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტს მოსთხოვა ცნობები რუსეთთან და ჩინეთთან კონტაქტების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე