ბათუმში პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობისთვის იკრძალება და დამრღვევს 200 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება

საქართველო, თბილისი - 11:47 | 30.12.2015
ნანახია: 1367

ბათუმში პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობისთვის იკრძალება და დამრღვევს 200 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ცვლილებები უკვე შევიდა ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების შესახებ დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისთვის.

მერიაში აცხადებენ, რომ ცვლილება ბოლო პერიოდში პარკირების საერთო ადგილების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენების ფაქტების გახშირებამ გამოიწვია. აღნიშნული პუნქტის დარღვერვისთვის ჯარიმა ფიზიკურ პირზე 100 ლარით განისაზღვრება, იურიდიული პირი კი 200 ლარით დაჯარიმდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე