კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, ჩინეთში, 1 367-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 12:49 | 13.02.2020
ნანახია: 657

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 59 804 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1 367 ადამიანი, სრულად განკურნებულია 5 911, რომლებმაც კლინიკები უკვე დატოვეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს  ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მი ფენმა მიაწოდა.

მისი თქმით, 8030 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა.

ჰონგ-კონგში დაფიქსირებულია დაავადების 50 შემთხვევა, მაკაოში გამოვლენილია 10 ინფიცირებული, ტაივანში კი დაავადებულია 18 ადამიანი.

ან დროისთვის 181 300 ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულებთან, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე