ტვ"იბერიას"თანამშრომლებმა დავა მოიგეს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 13.02.2020
ნანახია: 707

აქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო.

ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდა და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ. დავა ერთი წელია გრძელდება.

ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად გაანთავისუფლეს 2018 წლის ოქტომბრის თვეში. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. იბერიას ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე