დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში

საქართველო, თბილისი - 12:12 | 13.02.2020
ნანახია: 574

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 56-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში. იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში თემაზე “The Greater Black-Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial”.

გაიმართება ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე