რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიმდინარეობს - კარასინი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 13.02.2020
ნანახია: 607

მარტში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება მოსკოვი- თბილისის ურთიერთობების შესაძლო განვითარებას, თუმცა ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

 „მარტში იგეგმება შეხვედრა აბაშიძესთან. ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები რთულ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს შიდაპოლიტიკური ბრძოლა საქართველოსთან, როდესაც არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები,“ - განაცხადა კარასინმა.

 კარასინის თქმით, მოლაპრაკებების პროცესში მხარეები მშვიდად და კონსტრუქციულად იმსჯელებენ თუ რომელ სფეროებში შეიძლება ამ ურთიერთობების დალაგება.

რუსული მედიის წარმომადგენელთს შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, კარასინმა უპასუხა: „ეს მსჯელობისა და მოლაპარაკებების საგანია“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე