ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 13.02.2020
ნანახია: 570

იაპონიის სანაპიროსთან გაჩერებულ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსთ დავადებულთა რაოდენობა კიდევ 44-ით გაიზარდა. ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამგვარად, ხომალდზე ინფიცირებულთა რაოდენობა 218-ს შეადგენს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთ მგზავრს ლაინერის დატოვების უფლება მისცეს, რათა ისინი სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მოთავსდნენ. ხომალდის დატოვება შეუძლიათ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, 80 წელს გადაცილებულ მგზავრებს და მათ, ვინც უფანჯრო კაიუტებში ცხოვრობს.

ისინი ნაპირზე გადასვლას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტები უარყოფით პასუხს დააფიქსირებს.

ლაინერი Diamond Princess-ი 20 იანვარს იაპონიის ქალაქ იოკოჰამადან ორკვირიან კრუიზში  კაგოსიმა-ჰონგ-კონგი-ოკინავას მარშრუტით გაემგზავრა, კრუიზი 4 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა გაირკვა, რომ ერთი მგზავრი, რომელიც ჰონგ-კონგში ნაპირზე გადავიდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. 3 თებერვალს გემი იოკოჰომას პორტში რეიდზე დარჩა მგზავრების გასინჯვის მიზნით. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ლაინერის 14-დღიან კარანტინში დარჩენა მოითხოვა.

ხომალდის ბორტზე იმყოფება 2 666 ტურისტი და ეკიპაჟის 1045 წევრი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე