ჯეფ ბეზოსმა ბევერლი ჰილზში 165 მლნ დოლარად სახლი იყიდა

საქართველო, თბილისი - 10:18 | 13.02.2020
ნანახია: 800

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბევერლი ჰილზში 165 მლნ დოლარად სახლი იყიდა. იუწყება გაზეთი Wall Street Journal-ი.

ბეზოსმა უძრავი ქონება მედიამაგნატ დევიდ ფეგენისგან შეიძინა. ეს ლოს ანჯელესისთვის ყველაზე რეკორდული გარიგებაა. გაზეთის წყაროს მონაცემებით, გარიგებაში უძრავი ქონების აგენტები არ მონაწილეობდნენ.

საცხოვრებელი სახლი - Warner Estate ცხრა აკრზეა განთავსებული. ის 1930-იან წლებში Warner Bros-ის პრეზიდენტ ჯეკ უორნერისთვის დააპროექტეს. ტერიტორია მოიცავს ფართო ტერასებს, ბაღებს, რამდენიმე სასტუმრო სახლს, ჩოგბურთის კორტსა და გოლფის მოედანს.

 „მე ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საცხოვრებელი სახლია მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ ლოს ანჯელესზე“, - განაცხადა ადგილობრივმა აგენტმა კურტ რაპაპორტმა.

წელსვე, ბეზოსმა ნიუ იორკში, სამი ბინა 80 მლნ დოლარად იყიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე