ცივი, სასტიკი და უკრაინისადმი უკიდურესად მტრულად განწყობილი - პოროშენკო პუტინზე

საქართველო, თბილისი - 16:46 | 12.02.2020
ნანახია: 678

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ღამეს, რომელიც მინსკის შეთანხმების ხელმოწერას წინ უძღოდა. თავის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი უწოდა.

ამის შესახებ პოროშენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში საუბრობს.

პოროშენკოს თქმით, ეს იყო დამღლელი თორმეტსაათიანი მარათონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. უკრაინის ექს-პერეზიდენტმა რუსეთის ლიდერს ცივი, სასტიკი და უკრაინის მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილი მომლაპარაკებელი უწოდა.

მან აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ეს იყო ყველაზე საშინელი ღამე.

პოროშენკო მიიჩნევს, რომ მინსკში დოკუმენტის გაფორმება კიევს უკრაინული არმიის განვითარებისთვის დროის მოგებაში დაეხმარა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარკებებზე უკრაინელმა დიპლომატებმა მოსკოვს აჯობეს და დიპლომატიის დახმარებით უკრაინა გადაარჩინეს.

პოროშენკო მონაწილეობდა მინსკში, „ნორმანდიულ ფორმატის“ მოლაპარაკებებში 2015 წლის თებერვალში. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე