ერდოღანი იდლიბში ყველა თვითმფრინავის ჩამოგდებით იმუქრება

საქართველო, თბილისი - 16:20 | 12.02.2020
ნანახია: 705

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში ყველა თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, თუ ისინი თურქ სამხედროებს საფრთხეს შეუქმნიან.

„თვითმფრინავები, რომლებიც ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას იდლიბში, ასე თავისუფლად ვეღარ იფრენენ“, - განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გასცემს ბრძანებას იმ სამიზნეების გასანადგურებლად, რომლებიც თურქ სამხედროებს საფრთხეს შეუქმნიან.

თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მიღწეული სოჭის შეთანხმება იდლიბთან დაკავშირებით აღარ არსებობს, რადგან დამასკომ, მოსკოვმა და კონფლიქტის სხვა მხარეებმა ეს შეთანხმება დაარღვიეს.

მანამდე ერდოღანმა მოსკოვი და დამასკო იდლიბის პროვინციის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულა. ამგვარად, ანკარის შესაძლო ავიაიერიშები რუსულ თვითმფრინავებსაც ემუქრებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე