„თბილისი ენერჯის" სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ
საქართველო, თბილისი - 15:36 | 12.02.2020 ნანახია: 662თბილისი ენერჯის ხელმძღვანელებმა ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე მოსახლეობასთან უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობა "თბილისი ენერჯის" ხელმძღვანელებთან ერთად სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. შეხვედრაზე მოსახლეობას დაურიგდა სპეციალური საინფორმაციო სარეკომენდაციო ფლაერები.
"თბილისი ენერჯიმ" უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქარის სეზონია. სიცოცხლისთვის საშიში ღია კამერიანი, აკრძალული დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე „თბილისი ენერჯის" ხელმძღვანელობა, კომპანიის გაზის სპეციალისტებთან ერთად უშუალოდ ხვდება სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად ესაუბრებიან აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე. პარალელურად პირველად „თბილისი ენერჯის" სპეციალისტები უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისთვის.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა