მსოფლიოს უხუცეს მამაკაცად 112 წლის იაპონელი დასახელდა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 12.02.2020
ნანახია: 766

გინესის რეკორდების წიგნმა 112 წლის იაპონელი ტიტეცუ ვატანაბე მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარა. იუწყება სააგენტო „კიოდო“.

ვატანაბეს, რომელიც 1907 წლის 5 მარტს დაიბადა, დამადასტურებელი დოკუმენტი ორგანიზაციის წარმომადგენელმა გადასცა. მსოფლიოს  უხუცესი მამაკაცის წინა ტიტულის მფლობელი მასაძო ნონაკაც იაპონიის მკვიდრი იყო. ის 2019 წლის იანვარში 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. იაპონიის ყველაზე ხანდაზმული ქალი კი 117 წლის კანე ტანაკაა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში, პლანეტის უხუცესი ქალის ტიტულით შევიდა.

2019 წლის 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 100 წლისა და მეტი ასაკის  იაპონელების რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით იპაონიამ რეკორდი უკვე 49-ედ დამყარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე