აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გათამაშებული საგზურების მფლობელები ახალ წელს ბათუმში შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 11:02 | 30.12.2015
ნანახია: 1371

2016 წელს, საახალწლო საგზურების მფლობელები ბათუმში შეხვდებიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში ჩატარებული გათამაშებების შედეგად 31 დეკემბერსა და 1 იანვარს 10 ორკაციანი საგზურის მფლობელი გრანდიოზულ საახალწლო კონცერტებს ბათუმში დაესწრება. ბათუმის საგზურები საქართველოს დიდ ქალაქებში დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სარეკლამო აქციების ფარგლებში გათამაშდა. სარეკლამო კამპანიები მიზნად ზამთარში აჭარაში დასვენებასა და ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილი კონცერტების პოპულარიზაციას ისახავდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სარეკლამო აქციები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში 19 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. აქციის ფაგლებში ქალაქის ქუჩებში მოძრავი ბრენდირებული ავტობუსიდან მოსახლეობას ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ. პარალელურად პრომოუტერი გოგონები ხალხმრავალ ადგილებში ავრცელებდნენ საახალწლო კონცერტების ამსახველ სარეკლამო ფლაერებს. დღის ბოლოს აქცია სპეციალური შეჯიბრებით სრულდებოდა, სადაც ბათუმში 31 დეკემბრისა და 1 იანვარს ღამის 2 კაციანი საგზურები თამაშდებოდა. საგზური ბათუმში ტრანსპორტირებასა და ღამისთევას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე