მოსკოვში, ელისაბედ მეორის სახლს ყიდიან

საქართველო, თბილისი - 13:00 | 12.02.2020
ნანახია: 605

მოსკოვში გასაყიდად გაიტანეს ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის სახლი.

რუსული მედიის ცნობით, 250 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სახლი მოსკოვში, ობიდენის შესახვევში, მაცხოვრის ტაძრის გვერდით მდებარეობს. საცხოვრებლის ერთი კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით მილიონნახევარი რუბლია.

გაყიდვის მიზეზი უცნობია.

რუსული  მედია წერს, რომ ელისაბედ მეორე ობიდენის შესახვევში ოთხ საცხოვრებელ ბინას ფლობს, მათი საერთო ფართობი 839 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საჯარო რეესტრში სახლის მფლობელად მითითებულია მისი უმაღლესობა დეოფალი, კანადის მმართველი. ამასთან, რუსეთში კანადის საელჩოში აცხადებენ, რომ უძრავი ქონება გაფორმებულია დედოფალზე, რადგან  ის ფორმალურად სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ საცხოვრებელი კანადის მთავრობას ეკუთვნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე