უხანის კლინიკის მედდებმა კორონავირუსით დაავადებული პაციენტები აცეკვეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 10:18 | 12.02.2020
ნანახია: 850

ჩინეთის ქალაქ უხანის ერთ-ერთ დროებით ჰოსპიტლაში, სადაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტები წვანან, ექთნებმა ცეკვა და სიმღერა დიაწყეს და ავადმყოფებიც ააცეკვეს. ვიდეო სწრაფად გავრცელდა მედიასა და სოციალურ ქსელებში, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ორმა მედდამ გადაწყვიტა მცირედით განემუხტათ დაძაბული ვითარება, ჩართეს მუსიკა და ჩინური სიმღერების ფონზე ცეკვა დაიწყს. პაცინეტბსაც არ დაუყოვნებიათ, ათობით ქალი საწოლებიდან წამოდგა და ექთნებთან ერთად აცეკვდა.

როგორც ერთ-ერთმა მედდამ ჩინურ მედიას განუცხადა, მათ სურთდათ პაციენტების განწყობა აემაღლებინათ და დაძაბულობა მოეხსნათ.

ექთნების თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჰოსპიტალში კორონავირუსით დაინფიცირებული ავადმყოფები იმყოფებიან, დაავადება მათ მსუბუქ ფორმებში აღენიშნებათ, ამიტომ ცეკვა, გართობა  და ფიზიკური ვარჯიში მათთვის მხოლოდ სასარგებლოა, რაც განკურნებაშიც დაეხმარებათ.

ერთ-ერთმა გოგონა, რომელიც ჰოსპიტალში მკურნალობდა, მედდებისა და პაციენტების ცეკვა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. „მუსიკა და ცეკვა ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგულ ღიმილს უბრუნებს“, - დაწერა მან ვიდეოს ქვეშ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პაციენტებმა ისადილეს, ერთ-ერთი მედდა წამოდგა და პაციენტებს მიმართა: მოდით, ყველა ავმოძრავდეთ“. გოგონას თქმით, მედდა საკმაოდ პროფესიონალურად და ლამაზად  ცეკვავდა იმის მიუხედავად, რომ მძიმე დამცავი ტანსაცმელი ეცვა.

როგორც გოგონა აღნიშნავს, პაციენტები ცეკვის დასრულების შემდეგაც დიდხანს იღიმოდნენ, იცინოდნენ და დაავადების სწრაფად დამარცხების იმედს გამოთქვამდენენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე