სიღნაღსა და წნორში მუნიციპალურ სასადილოებში კერძებს არასათანადოდ ამზადებდნენ

საქართველო, თბილისი - 15:13 | 10.02.2020
ნანახია: 620

სიღნაღსა და წნორში მუნიციპალურ სასადილოებში კერძებს არასათანადოდ ამზადებდნენ, ამასთანავე, ნორმით დადგენილთან შედარებით იყო მცირე ულუფები. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ.

აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა შემოწმოებამ ცხადჰყო, რომ მერია და საკრებულო ინფორმირებული იყვნენ აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.

"2018 წელს ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 184 მოქალაქისათვის საკვების მომზადებისა და მიწოდების მომსახურებას შემსრულებელი ახორციელებდა არაჯეროვნად.

2018 წელს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დარღვევებს. კერძოდ, კერძები არ იყო სათანადოდ მომზადებული, ამასთანავე, ნორმით დადგენილთან შედარებით იყო მცირე ულუფები და სხვ.

რიგ შემთხვევაში მერიაში შემოსულია ბენეფიციარების ერთობლივი განცხადებები, საკვების უხარისხობაზე.

მიუხედავად ამისა, მერიას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

შედეგად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხიანი მომსახურება", - ნათქვამია დასკვნაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე