ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 10.02.2020
ნანახია: 695

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიის, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს, შესაბამისად ის არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში. იუწყება Deutsche Welle-ი.

კრამპ-კარენბაუერის თქმით, ის ასევე აპირებს, რომ დატოვოს "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარის თანამდებობა.

როგორც იუწყებიან, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი მისი შემცვლელის მოძიების პროცესს ორგანიზებას გაუწევს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს თანამდებობას.

გერმანული მედია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ანგელა მერკელის სურვილია, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა შეინარჩუნოს გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე