კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტაივანში, ფილმებიდან კოცნის სცენებს ამოიღებენ

საქართველო, თბილისი - 13:42 | 10.02.2020
ნანახია: 775

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ტაივანში ტელესერიალებიდან და ფილმებიდან კოცნისა და სხვა ინტიმური სცენების ამოჭრა დაიწყეს. ასევე შეიზღუდება მსგავსი ეპიზოდების გადაღებაც. იუწყება ადგილობრივი მედია.

ჩინეთში ტელესერიალების გადაღება ახალი კრონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია. ტაივანში გადაღებები გრძელდება, თუმცა შეზღუდვებით. შეზღუდვები შეეხება არამხოლოდ უშუალოდ გადაღების პროცესს, არამედ კინოჩვენებას.

კომპანია Formosa TV-ის  სერიალ Golden City-ში კოცნის სცენა ერთ წამამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ის უფრო დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო.

ადგილობრივმა ტელეკომპანია Eastern Broadcasting Company-მ , რომელიც იღებს სერიალს Sweet Family, განაცხადა, რომ მოერიდება თავშეყრის ადგილებში გადაღებებს, ამოიღებს ინტიმურ სცენებს. ამასთან კომპანიამ უკვე მოამზადა პირბადეები გადამღები ჯგუფისთვის, რომლებსაც გუფების წევრები გადაღებების დროს გამოიყენებენ.

კორპორაცია Singapore's Mediacorp-მა განაცხადა, რომ დაიცავს  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და ასევე გაციებულ მსახიობებს ერთმანეთისთვის კოცნას არ აიძულებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, ტაივანის, მაკაოსა და ჰონგ-კონგის ჩათვლით, დაფიქსირებულია დაინფიცირების 40 235 შემთხვევა, გარდაცვლილია 910 ადამიანი. ტაივანში დაინფიცირების 18 შემთხვევაა გამოვლენილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე