ძლიერ ქარიშხალ „სიარას“ შვედეთში მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 10.02.2020
ნანახია: 649

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შვედეთში ქარიშხალ „სიარას“. კიდევ ერთი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. იუწყება ტელეარხი SVT Nyheter-ი.

ინციდენტი შვედეთის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა. ორი მამაკაცი ნავით გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერმა ქარიშხალმა ტბის შუაგულისკენ გაიტაცა. მათი გადარჩენის ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები და ვერტმფრენი. ერთ-ერთი მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ ის საავადმყოფში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე მამაკაცი კი დაკარგულად არის მიჩნეული.

მანამდე შვედეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა შტორმ „სიარას“ მიერ გამოწვეული ძლიერი ქარიშხილის გამო გააფრთხილა. „სიარა“ ევროპის დასაველთ ნაწილში გაძლიერდა. სტიქია შეეხო შვედეთის სამხრეთ ნაწილსაც . საავტომობილო გზებზე შეჩერებულია მოძრაობა, აეროპორტებში რამდენიმე რეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხება იყო ელეტქრომომარაგების მხრივაც.

„სიარამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა დიდ ბრიტანეთსაც. გადაიდო ავიარეისები. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ საათში 150 კმ-ს მიაღწია. საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა საფრანგეთსა და ბელგიაში. შვეიცარიაში, ციურიხისა და ჟენევის აეროპორტები რეისების მიღებას ვერ ახერხებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე