აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმრთველმა პარტიამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 10.02.2020
ნანახია: 634

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“.

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 87 პროცენტის მონაცემები გამოაქვეყნა. „ახალი აზერბაიჯანის“ კანდიდატებმა 125-დან 65 მანდატი მოიპოვეს.

აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47,71 პროცენტმა მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე