ქართველი სამშვიდობოების წერილები ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 29.12.2015
ნანახია: 1759

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გაუგზავნეს. ბავშვებს წერილები III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა მიუტანეს. მათ ერთ-ერთი წერილის ავტორს საჩუქრად პირველი კლასის რიგითის, გიორგი ვერულაშვილის მიერ 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის სახელით გამოგზავნილი ჭადრაკი გადასცეს. სამხედროებმა პატარა მეგობრებს ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების მისიისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან - ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სკოლის მოსწავლეებს 22-ე ბატალიონი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთო. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა თანადგომისთვის და დადებითი ემოციებისთვის პატარა მეგობრებს გულითადი მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა სამხედროებს კონცერტი შესთავაზეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაასრულეს.

ღონისძიება პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში განხორციელდა. სამხედროებსა და ბავშვებს შორის მსგავსი კომუნიკაციის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის სტუდენტებთან ერთად 2012




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე