კორონავირუსის სავარაუდო შუალედურ მასპინძლებად, მეცნიერებმა პანგოლინები დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 07.02.2020
ნანახია: 1287

ჩინელი მეცნიერების ნაწილმა დაადგინა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის სავარაუდო შუალედური მასპინძელი პანგოლინია. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის გენომის თანმიმდევრობა, რომელიც პანგოლინებს აღენიშნათ, 99 პროცენტით იდენტურია ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანების გენომისა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა,  ვირუსის შუალედური მასპინძლები მხოლოდ პანგოლინები არ იყვნენ.

კვლევა სამხრეთ ჩინეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტისა და ლინან-გუანდუნის  სოფლის მეურნეობის თანამედროვე ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ შეისწავლეს გენეტიკური მასალის ათასობით ნიმუში.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშო შესაძლებლობას მისცემთ კორონავირუსი აფთქება კონტროლქვეშ აიყვანონ. ისინი იმედოვნებენ, რომ ის მეცნიერებს დაეხმარება იპოვონ ვირუსის სხვა პოტენციური მასპინძლები, მანამდე კი მოსახლეობას ურჩვენ არ მიუახლოვდნენ გარეულ ცხოველებს.

ამასთან უცნობია, გადაედოთ თუ არა კორონავირუსი ადამიანებს სწორედ პანგოლინებისგან.

პანგოლინი ძუძუმწოვარი ცხოველია. მისი სხეული დაფარულია ქერცლით. პანგოლინები ბინადრობენ აფრიკასა და აზიაში. მათი პოპულაცია დიდი არ არის. პანგოლინები ძალიან პოპულარულია აზიელ ბრაკონიერებში, ჩინეთში არსებობს კანონი, რომელიც მათზე ნადირობას ზღუდავს. ჩინეშთი პანგოლინის ქერცლი შავ ბაზარზე ვერცხლის ღირებულების ტოლფასია.

პანგოლინის ქერცლი პოპულარულია ჩინურ მედიცინაში. მას უამრავი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ასევე ძვირად ფასობს პანგოლინის ხორციც. ჩინეთსა და ვიეტნამში მას დელიკატესად მიიჩნევენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე