ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსებით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება
საქართველო, თბილისი - 13:16 | 07.02.2020 ნანახია: 988დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ISUZU -ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსების კიდევ ერთი ნაკადი წარუდგინა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენი პრიორიტეტია არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ის პრობლემას წარმოადგენს როგორც მგზავრებისთვის, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შემოყვანას, რათა იმ უბნებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან მოძრაობს, თუმცა დიდია მოცდის პერიოდები, შევამციროთ. როგორც აღვნიშნე, 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დასრულებულია, 220 ერთეული შემოვიყვანეთ. შემდეგი ეტაპი თორმეტმეტრიანი ავტობუსებია, რომელსაც გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემოვიყვანთ. ბოლო ეტაპი 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებებს ეტაპობრივად ახორციელებს.
„რაც არ უნდა შემოტევები იყოს ჩვენს წინააღმდეგ, დედაქალაქის მერიის, ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ, მინდა ყველა დავარწმუნო ერთ რამეში, რომ ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყნის განვითარებას, ქალაქის განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი დღის წესრიგი და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად, წესრიგდება ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, იგეგმება მეტროს განახლების სამუშაოები.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ამის პარალელურად ჩვენ ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას. ქუჩებზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ვახორციელებთ, ყველგან გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდეს. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ მეტროს მიმართულებით. გვსურს, შემოვიყვანოთ ახალი მეტროს ვაგონები და მოვახდინოთ მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტსაც თანმიმდევრულად განვახორციელებთ და როგორც აღვნიშნე, მთლიანად დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული",- განაცხადა კახა კალაძემ.
40 ავტობუსი 9 მარშრუტზე გადანაწილდება. ესენია:
N53 - ცაიშის ქუჩა (კუკია) - სადგურის მოედანი;
N49 - სადგურის მოედანი - შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული);
N44 - ზემო ფონიჭალის დასახლება - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის" მხარეს);
N47 - თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის" მიმდებარედ)
N22 - სოფელი ნასაგური - მეტროსადგური „ისანი";
N41 - სოფელი წინუბანი - მეტროსადგური „ისანი";
N29 - სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის" მიმდებარედ) - სოფელი თხინვალა;
N89 - მეტროსადგური „დიდუბე" - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ);
N18 - სოფელი პატარა ლილო - მეტროსადგური „ისანი".
ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც წიფი მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის წიფი-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და USB-დამტენები.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.
ახალი ავტობუსების პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა