დუშეთში მგელმა შუახნის ქალი დაკბინა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 07.02.2020
ნანახია: 754

დუშეთის რაიონში შუახნის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მგელმა დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაშავებულის თქმით, მგელი თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ის ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანებული ჰქონდა სახე და ზედა კიდურები.

დაშავებულს ჩაუტარდა რამდენიმე, მათ შორის პლასტიკური ოპერაციაც. ექიმების თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე