უხანის კლინიკებში 30-ზე მეტი რობოტი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის

საქართველო, თბილისი - 12:07 | 07.02.2020
ნანახია: 768

30-ზე მეტმა რობოტმა-დეზინფექტორმა მუშაობა დაიწყო უხანის კლინიკებში, სადაც ისინი ექიმებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. იუწყება სააგენტო „სინხუა“.

რობოტები გამოუშვა შანხაის კომპანია TMiRob-მა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თეთრი ფერის რობოტების „თავები“ აღჭურვილია წყალბადის ზეჟანგის სპრეით, „მუცელში“ კი ჩადგმული აქვთ ცხრა ულტრაიისფერი ნათურა. ჭკვიან რობოტებს შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა სახის დეზინფექცია. ისინი ასევე აღჭურვილნი არიან სპეციალური ტექნოლოგიით სივრცეში გადასაადგილებლად, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს წინაღობებს თავი აარიდონ.

რობოტები 24 საათის განმვალობაში დეზინფექციის სამუშაოებს ასრულებენ უხანის კლინიკების ბოქსირებულ პალატებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, საოპერციოებსა და ამბულატორიულ განყოფილებებში. ისინი ამცირებენ პაციენტების ჯვარედინული დაინფიცირების რისკს და სპეციალისტების სამუშაოს უფრო ეფექტურს ხდიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე