რიმა ბერაძემ მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ ქალბატონებს საახალწლო ნობათი გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 29.12.2015
ნანახია: 1502

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილესთან ხათუნა წიწავასთან ერთად, მრავალშვილიან პირობით მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომლებსაც ასევე სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ მინიჭებული, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, რიმა ბერაძემ ქალბატონებს საახალწლო ნობათიც გადასცა, რაც დეპუტატის ბიურომ პარტიის „ქართული ოცნება“ ჩუღურეთის რაიონის წევრების შემოწირულობების საფუძველზე განახორციელა.
დეპუტატის განცხადებით, ღონისძიება წარმომადგენლობითი ორგანოსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს და მსგავსი საქველმოქმედო აქციების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
„დღეს ოჯახებში მოვინახულეთ და დამდეგი დღესასწაულები მივულოცეთ პირობით მსჯავრდებულ ქალბატონებს და ეს არა მხოლოდ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, არამედ მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელეთ. მინდა საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სახელით მივულოცო მათ დამდეგი ახალი წელი და მათ ოჯახებს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვპირდები მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი ცხოვრების პირობების ხელშეწყობისათვის“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
საქველმოქმედო ღონისძიებაში დეპუტატის გარდა, ბიუროს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე