12-მილიონიანი უხანის ყველა მცხოვრებს, ექიმები, კორონავირუსზე შეამოწმებენ

საქართველო, თბილისი - 13:04 | 06.02.2020
ნანახია: 726

ჩინეთის მრავალმილიონიან ქალაქ უხანში ექიმებმა დღეიდან დაიწყეს უკლებლივ ყველა მცხოვრების შემოწმებას კორონავირუსის სიმპტომების გამოსავლენად. იუწყება Global Times-ი.

შემოწმება დილიდან უკვე დაიწყო. სპეციალისტები ქალაქის ყველა სახლში შევლენ და მოსახლეობას ვირუსზე შეამოწმებენ. უხანი ორ კვირაზე მეტია სრულად მოწყვეტილია გარე სამყაროს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია 563 ადამიანი. 1153 დაავადებული სრულად გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.

სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულია დაინფიცირების 260 შემთხვევა.

უხანში 12 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მათმა ნაწილმა კორონავირუსის აფეთქებისთანავე ქალაქის დატოვება მოასწრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე