სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების კადრები გავრცელდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:50 | 06.02.2020
ნანახია: 1151

თურქულ მედიაში გავრცელდა სტამბოლის აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავის ავარიული დაშვების კადრები. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სააგენტო DHA-მ გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, თვითმფრინავი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძროაბს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე, გადადის ბილიკიდან და სამ ნაწილად იშლება.

ლაინერი,  რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, სტაბოლის აეროპორტში  ავარიულად 5 თებერვალს დაეშვა. ბორტზე იმყოფებოდა183 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი - 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. დაიღუპა სამი ადამიანი, 179 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე