"რიყის დოქების" საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარია

საქართველო, თბილისი - 11:01 | 06.02.2020
ნანახია: 1045

ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარია და მისი გასხვისება 5 მარტისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აუქციონში გამარჯვებული ვალდებული ხდება, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში მოახდინოს და პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში ამ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;
გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;
მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

აღწერილობა

1.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარე „რიყის დოქები“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
სხვა შეთავაზებების სანახავად - http://bit.ly/2OTif9Y

 

#სახელმწიფოქონება #100შეთავაზება #რიყისდოქები #თბილისი

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე