ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 563-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა -1153 დაავადებული

საქართველო, თბილისი - 10:45 | 06.02.2020
ნანახია: 738

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 563-მდე გაიზარდა, სულ დაინფიცირებულია 28018 ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

„5 თებერვლის მდგომარეობით, ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტტემა 31 პროვინციიდან მიიღო ინფორმაცია დაინფიცირების 28018 დადასტურებული შემთხვევის შესახებ, მათგან 3 859 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 563 გარდაიცვალა, 1153 დაავადებული გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა“, - ნაქვამია კომიტეტის განცხადებაში.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.

დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი.

ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე