სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 06.02.2020
ნანახია: 684

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 179 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ ქოჯაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 139 დაშავებულის შესახებ.

ქოჯას განცხადებით, ბორტზე 183 ადამიანი იმყოფებოდა - 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. მგაზვრებს შორის იყო ორი მცირეწლოვანიც.  

5 თებერვალს ავიაკომოპანია Pegasus Airlines-ის ლაინერი სტამბულში იზმირიდან მიფრინავდა. დაჯდომის დროს ის დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა.

წინასწარი ვერსიით, ინციდენტი უამინდობამ გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე