სენატმა იმპიჩმენტის პროცესი ტრამპის გამართლებით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 06.02.2020
ნანახია: 592

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.

სენატორებმა ბრალდების ორივე მუხლი ხმათა უმრავლესობით უარყვეს: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა.

ტრამპის წინააღმდეგ ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა ხმა. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას.

პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა.

იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო და ის სენატში განიხილეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე