ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია

საქართველო, თბილისი - 10:19 | 04.02.2020
ნანახია: 687

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ორსულად  იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია. ხანძარი, წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის ადგილზე პოლიცია და მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად თბილისიდან ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი ტრაგედიის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე