ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 15:55 | 03.02.2020
ნანახია: 719

ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხიმსგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

გუშინ ლონდონში, სთრეთ ჰაი როადზე უცნობი პირი გამვლელებს თავს დანით დაესხა, და სამი ადამიანი დაჭრა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხა. მამაკაცს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული.  დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ციხიდან ცოტა ხნის გამოვიდა, სადაც სასჯელს ისლამიზმთან დაკავშირებული ტერორისტული საქმიანობისთვის იხდიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე