ბათუმის სანაპიროზე ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 03.02.2020
ნანახია: 657

გუშინ, 2 თებერვალს, ღამით,  ბათუმის სანაპიროზე ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გარდაცვლილი კაცის ცხედარი თვითმხილველებმა შენიშნეს და 112 დარეკეს. შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ცხედარი ექსპერტიზაზე, ლევან სამხარაულის ბიუროში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, სამართალდამცველებმა გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე