რუსეთთან ისტორიულ დავაში პოლონეთმა გაიმარჯვა - იაცეკ ჩაპუტოვიჩი

საქართველო, თბილისი - 12:49 | 03.02.2020
ნანახია: 701

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთმა რუსეთთან ისტორიულ დავაში გაიმარჯვა.

 „მიმაჩნია, რომ რუსეთთან ამ ისტორიულ დავაში გავიმარჯვეთ. რუსეთმა სცადა ისტორიის თავისი დღის წესრიგის თავს მოხვევა, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა“, - განუცხადა მინისტრმა სააგენტო РАР-ს.

მან აღნიშნა, რო იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლა ანტიპოლონური იყო.

 „დღეიდან უნდა ვეცადოთ, რომ ემოციები ჩავაცხროთ და ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ ეტაპზე გადავიყვანოთ, რადგან ყველნაირი განსხვავების მიუხედავად,  ჩვენ მაინც მეზობლები ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.

ვლადიმირ პუტინმა  ვეროპის ქვეყნები ისტორიის გადაწერაში დაადანაშაულა და პოლონეთს ფაშისტურ გერმანიასთან ერთად შეთქმულების მოწყობაში დასდო ბრალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე