2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100%-ით შესრულებულია

საქართველო, თბილისი - 14:14 | 29.12.2015
ნანახია: 1433

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) შესრულებულია 100%-ით და შეადგენს 9 745,1 მლნ ლარის (გადაჭარბება 0,1 მლნ ლარი).

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებულია 27,8 მლნ ლარით და შეადგენს 8 076,7 მლნ ლარს.

უწყების ინფორმაციით, დარჩენილი სამუშაო დღეების გათვალისწინებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებულია 98,8%-ით და შეადგენს 9 504,0 მლნ ლარს. დარჩენილი დღეების გათვალისწინებით 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის (გადასახდელები) შესრულების მაჩვენებელი გადააჭარბებს 99%-ს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე