თურქეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არასდროს აღიარებს - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 11:56 | 03.02.2020
ნანახია: 782

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხდა, რომ ანკარა ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არასდროს აღიარებს მომავლში ყირიმელი თათრების მდგომარეობას კვლავ დააკვირდება.

 „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტია ყირიმელი თათრებიც, გავაგრძელებთ მათ მდგომარეობაზე დაკვირვებას“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს უკრაინაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე