იდლიბში სირიის არმიასთან შეტაკებისას 4 თურქი სამხედრო დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 03.02.2020
ნანახია: 652

ოთხი თურქი სამხედრო დაიღუპა და ცხრა დაიჭრა სირიის სამთავრობო არმიასთან შეტაკების შედეგად იდლიბში. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თურქულმა მძიმე სამხედრო ტექნიკამ სირიის საზღვარი გუშინ გადაკვეთა და გეზი იდლიბის მიმართულებით აიღო.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ანკარა იდლიბში სირიის არმიის მიერ თურქლ სამხედროებზე თვდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.  

 „იდლიბში დაიღუპა ჩვენი ოთხი სამხედრო, ცხრა დაიჭრა, ისინი საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობენ. როგორც ადრე, ახლაც და მომავალშიც ყოველთვის გავცემთ პასუხს. ამჟამად ჩვენი იერიშები გრძელდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი ბრძოლა გავაგრძელოთ“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თურქულმა მოიერიშეებმა საპასუხო დარტყმები მიიტანეს სირიის არმიის პოზიციებზე. ერდოღანის განცხადებით, უკვე განეიტრალებულია 30-35 სირიელი სამხედრო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე